ნუ მიმატოვებ

ნიდერლანდები, ბელგია 2017 73 წუთი
  • რეჟისორი: საბინე ლუბ ბაკერი, ნილს ვან კოვორდენი
  • ოპერატორი: ნილს ვან კოვორდენი
  • მონტაჟი: ნილს ვან კოვორდენი, საბინე ლუბ ბაკერი
  • ხმა: საბინე ლუბ ბაკერი
  • წარმოების მენეჯერი: პიტერ ვან ჰიუსტე (Pieter van Huystee Film)
  • თანაწარმოება: Storyhouse, Studio Godot
  • კინოჩვენების პლატფორმა: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-08-20
  • კინოჩვენების დრო: 23:15

მარსელი შუახნის მამაკაცია, რომელიც 14 წლის თანაცხოვრების შემდეგ ცოლმა მიატოვა. მარსელს მხოლოდ დაცარიელებული სახლი და ეთადერთი მეგობარი – ბობი დარჩა. ბობი მოხუცი ფერმერია, კოვბოის ქუდითა და ტანსაცმლით, ყოველდღე რომს სვამს და უკვე შეგუებულია მარტოობას.

მარსელს ლუდი და ღვინო უყვარს. ისინი სასმელში დარდს ერთად კლავენ. მარსელი და ბობი ებრძვიან შუახნის კრიზისს, დეპრესიას თუ ალკოჰოლიზმს. ბევრი სიყვარული, ბევრიც გულისტკენა, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ამ ორი ადამიანის განასაკუთრებული მეგობრობაა, რომელიც თიოეული მათგანის არსებობას აუცილებელსა და შუცვლელს ხდის, ყოველდღიურობას კი – ასატანს.