ბოლო ოთხი წლის განმავლობაში წარმატებით ხორციელდება CinéDOC-Tbilisi-ს კინოჩვენებები რეგიონული კოორდინატორების ფართო ქსელის მეშვეობით. თავდაპირველად, კოორდინატორები ერთვებიან ტრენინგის პროგრამაში და საერთაშორისო პროფესიონალთა ხელმძღვანელობით იძენენ მნიშვნელოვან ცოდნას კულტურული ღონისძიების ორგანიზების მიმართულებით. ტუტორები მონაწილეებს მინი კინოფესტივალის ორგანიზების აუცილებელ კომპონენტებს უზიარებენ, ასევე ასწავლიან კინოჩვენებებთან დაკავშირებული დისკუსიების ორგანიზებასაც.
შერჩეული კანდიდატები თავისუფლად ესწრებიან CinéDOC-Tbilisi-ს ყველა ფილმის ჩვენებას, მასტერკლასებსა და სხვა ინდუსტრიულ ღონისძიებებს.
2020 წელს პირველად, CinéDOC-Tbilisi-ს რეგიონული კოორდინატორების ტრენინგი, ონლაინ ჩავატარეთ. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის, 51 რეგიონული კოორდინატორი, ჩვენს საერთაშორისო ტუტორებთან ერთად: ონდრეი კამენიცკი, ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის One World-ის დირექტორი. One World მიჩნეულია, როგორც ყველაზე დიდი დოკუმენტური კინოფესტივალი ადამიანთა უფლებების შესახებ, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქსა და კიდევ 36 სხვა ქალაქში იმართება.
და სტეისი კურილენკო (ბელარუსი), კულტურის მენეჯერი და შემოქმედებითი პროგრამების სერტიფიცირებული ტრენერი. ის 2010 წლიდან აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა კულტურულ აქტივობებში, როგორებიცაა, გამოფენები, თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენები, პერფორმანსები.
5 დღის განმავლობაში კოორდინატორები, ტუტორებთან ერთად მუშაობდნენ მინიფესტივალებისა და დამოუკიდებელი კინოჩვენებების სხვადასხვა კონცეფციაზე, მათ შორის, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, აქტიურად იყო განხილული ალტერნატიული ღონისძიებები. ასე რომ, თვალი ადევნეთ CinéDOC on Tour-ის კალენდარს წინ ბევრი სასიამოვნო კინოსაღამო გელოდებათ.