CinéDOC on Tour-ის ხანგრძლივი და წარმატებული რეგიონული კინოჩვენებების შემდეგ, 2019 წელს ფესტივალმა გადაწყვიტა, რომ მასშტაბი გაეზარდა და ჩვენებები მინიფესტივალების ფორმატში გაემართა.
პირველი მინიფესტივალი ქალაქ გორში მოეწყო, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი ორგანიზაციები და გორის მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც მინიფესტივალის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორი იყო. მინიფესტივალი გორის გ.ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნა, ცერემონიალს 300-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
მომდევნო მინიფესტივალი 2019 წლის 20-23 აგვისტოს გაიმართა რაჭაში. სამდღიანი კინოჩვენებები ქალაქ ონისა და ამბროლაურის გარდა, რაჭის მაღალმთიან სოფლებშიც მოეწყო.
2019 წელს, რიგით მესამე მინიფესტივალს მარნეულის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი მოსახლეობა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია.
მინიფესტივალების დახმარებით, მასში ჩართულ რეგიონულ კოორდინატორებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ საკუთარ რეგიონებში შექმნან ის კულტურული პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს, ადამიანთა უფლებების, სამოქალაქო ცნობიერების, შემოქმედებითი აქტივობების ზრდასა და გაღრმავებას.