კონცეფცია და მისია

CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. ფესტივალის პირველი შვიდი გამოშვება 2013- 2019 წლებში გაიმართა, ხოლო ფესტივალის მერვე გამოშვება 2020 წლის 30 აგვისტოდან 30 სექტემბრის გაიმართება.

CinéDOC-Tbilisi არის პირველი კინოფესტივალი საქართველოში, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტი „კრეატიული ევროპა“ (Creative Europe).

მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს დოკუმენტური ფილმები უნიკალური სარეჟისორო ხედვით, ორიგინალური სტილით, საინტერესო ისტორიებითა და პერსონაჟებით. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსიები, კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული რეჟისორები. ასევე ჩატარდება მასტერკლასები და ღია სესიები კინოპროფესიონალებისა და სხვა საერთაშორისო სტუმრების მონაწილეობით.

ფესტივალი აგრეთვე ორგანიზებას უწევს პიჩინგ-ფორუმს (Civil Pitch), სადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები პროექტს ქართველ, დოკუმენტურ ფილმებზე მომუშავე რეჟისორებს წარუდგენენ.

ფესტივალის სექციაში Focus Caucasus წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და რეგიონალური ფილმები, ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი.

სექციაში, Guest Country, ყოველ წელს ერთი კონკრეტული ქვეყნის დოკუმენტური კულტურა და კინო ინდუსტრიაა ნაჩვენები, 2019 წელს ამ სექციაში წარმოდგენილი იქნება ფინური დოკუმენტური ფილმები

გარდა ამისა, CinéDOC-Tbilisi ორგანიზებას უწევს ვორკშოპებსა და ინდუსტრიულ შეხვედრებს ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისათვის. მთელი მსოფლიოდან მოწვეულები არიან დოკუმენტური კინოს პროფესიონალები, რომლებიც პროექტის განვითარების ფარგლებში, სესიებსა და პრეზენტაციებში იღებენ მონაწილეობას.

სხვადასხვა დროს ჩვენი სტუმრები იყვნენ: კატია ვილდელმუტ (შესყიდვების მენეჯერი – MDR), პოლ პოუველს (EDN – ევროპის დოკუმენტური ქსელის დირექტორი), სიმონე ბაუმან (გერმანელი პროდიუსერი), ლუჩიანო ბარისონე (VDR დოკუმენტური კონოფესტივალის დირექტორი), ემილი კლეიმან (Arte, საფრანგეთი), ულდის ცეკულის (პროდიუსერი, ლატვია), იზაბელ არატე ფერნანდეს (IDFA Bertha Found), ტუე სტეენ მულერ (დოკუმენტური ფილმის ექსპერტი, დანია), პიტერ საიმს (პროდიუსერი, ინგლისი), ჰანს რობერტ ეიზენჰაუერ (პროდიუსერი, გერმანია), საშა კლეინ (პროდიუსერი, ისრაელი), და ა.შ.

რაც შეეხება სექციას CinéDOC-Young, მის ფარგლებში იმართება ჩვენებები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. ფესტივალის დასრულების შემდეგ გაიმართება CinéDOC On Tour მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება ექნებათ ნახოს ფესტივალზე ნაჩვენები ფილმები.

ჩვენი მისია

CinéDOC-Tbilisi 2013 წელს დაარსდა და იმ დროს პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი იყო სამხრეთ კავკასიაში. ფესტივალი ძირითადად ორიენტირებულია შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმებზე. აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალისა და დისკუსიების მეშვეობით, სამოქალაქო საზოგადოება და დამსწრე აუდიტორია განიხილავს კრიტიკულ სოციალურ საკითხებს და უყურებს ფილმებს, რომლებიც განსაკუთრებული, საინტერესო ადამიანებისა და ისტორიების შესახებ მოგვითხრობენ.

CinéDOC-Tbilisi-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ გახდეს ძლიერი პლატფორმა ქართველი და სხვა კავკასიელი რეჟისორებისთვის. ფესტივალის მაყურებელი ორიგინალური ფორმითა და კინოთხრობით გამორჩეულ დოკუმენტურ ფილმებს ეცნობა და შესაძლებლობა აქვს, რომ პირადად შეხვდეს ფილმების შემქმნელებსა თუ გმირებს და მათთან დისკუსიის მეშვეობით მეტი რამ გაიგოს ფილმისა და ამბის შესახებ.

ჩვენი მისიაა, რომ გამორჩეული პროგრამისა და სპეციალური ღონისძიებების მეშვეობით საქართველოში მცხოვრებმა მაყურებელმა უახლესი ქართული, რეგიონული და საერთაშორისო შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები დიდ ეკრანზე იხილოს. ამასთანავე, ჩვენი საკვანძო ღირებულებები ადამიანთა უფლებების სწორ გააზრებას გულისხმობს, რის გამოც ჩვენებებისა და დისკუსიების მეშვეობით ვცდილობთ, რომ მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოში მცხოვრებ მაყურებელს დოკუმენტური ფილმების გზით გავაცნოთ.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით კინოჩვეებებსა და დისკუსიებს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ვმართავთ.

ამასთანავე, ფესტივალის გუნდი მართავს ვორკშოპებს კავკასიის რეგიონში მცხოვრები კინოპროფესიონალებისთვის. კინოთხრობით დაწყებული ახალი და ინოვაციური სატელევიზიო ფორმატით დასრულებული, ვცდილობთ, რომ ყველა თანამედროვე, საკვანძო მიმართულება მოვიცვათ და შევქმნათ ღია და მყარი საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც საუკეთესო საერთაშორისო ექსპერტები ვორკშოპის მონაწილეებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

ამასთანავე ჩვენი მიზანია, რომ სამხრეთ კავკასიაში ძლიერი რეგიონული იდენტობა შევქმნათ, რომელიც დაფუძნებულია საერთო ისტორიასა და კულტურულ ღირებულებებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება რეგიონული კოორდინატორების ტრენინგი, რომელშიც ქართველ მონაწილეებთან ერთად, სომხეთისა და აზერბაიჯანის ფესტივალების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რეგიონული პლატფორმა და საკონკურსო სექცია Focus Caucasus-ია, რომლის ფარგლებშიც რეჟისორებისა და პროდიუსერების შემოქმედებას საქართველოში მცხოვრები მაყურებელი სიღრმისეულად ეცნობა. ამასთანავე ფესტივალმა 2019 წელს საფუძველი ჩაუყარა ახალ ინიციატივას, კინოპროექტების პრეზენტაციებისა და პიჩინგის პლატფორმას - New Talents Caucasus-ს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა და ნიჭიერი რეჟისორების წარდგენას მსოფლიოში ცნობილი კინოპროფესიონალების, ექსპერტებისა და ფესტივალების წარმოამდგენლების წინაშე. აღნიშნული რეგიონული პლატფორმის წყალობით, მრავალი საინტერესო თანამშრომლობა დგება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიაში დოკუმენტური კინოკულტურის განვითარებას.

საგულისხმოა, რომ ყოველწლიურად იმართება საზაფხულო სკოლა - Summer School, რომელიც შექმნილია სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი კინოპროფესიონალებისთვის.

ფესტივალი დასრულების შემდეგ არ წყვეტს არსებობას და რეგიონული კოორდინატორების ფართო ქსელის მეშვეობით CinéDOC on Tour-ისა და მინიფესტივალების ფარგლებში განაგრძობს სხვადასხვა აქტივობას. რის შედეგადაც დოკუმენტური კინოჩვენებები, მინიფესტივალები და დისკუსიები სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში იმართება.