ინკა ახტე არის კინორეჟისორი და ყოფილი გაყიდვების აგენტი კინოსა და სატელევიზიო ინდუსტრიაში მუშაობის თითქმის 20 წლიანი გამოცდილებით. გარდა იმისა, რომ ინკა ცნობილია, როგორც არამხატვრული მოკლე, სრულმეტრაჟიანი და სერიული ფორმატის ფილმების რეჟისორი, იგი ასევე გამოცდილია კინემატოგრაფების სწავლებისა და კონსულტირების მიმართულებით სხვადასხვა ინდუსტრიულ კონტექსტში, მათ შორის IDFA-ს კონსულტაციები, The Asian Documentary Clinic at Busan FF, Qumra, Medimed და Baltic Sea Docs.
ინკას კარგად ესმის შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები სხვადასხვა პერსპექტივიდან. რეჟისორობასთან, დისტრიბუციასა და სწავლებასთან ერთად, ინკა მუშაობს DocPoint ჰელსინკის დოკუმენტური კინოფესტივალის შესყიდვების ხელმძღვანელად რაინას კინოფესტივალის დისტრიბუციის ფარგლებში
ინკა ამჟამად თავის მესამე სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს, ფინურ საპროდუქციო კომპანია - napafilms-თან ერთად.
იზაბელ არატე ფერნანდესმა 1996 წელს დაასრულა მაგისტრატურა ამსტერდამის უნივერსიტეტში კინოწარმოების მიმართულებით. ის მუშაობდა ფესტივალის წარმოებაში, პროგრამების შედგენასა და ფილმების დაფინანსებაზე, სანამ ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს შეუერთდებოდა IDFA Bertha Fund-ის ხელმძღვანელად.
2020 წლიდან ის არის IDFA-ს დირექტორის მოადგილე და პასუხისმგებელია კინორეჟისორების მხარდაჭერის დეპარტამენტზე. იზაბელი კურირებს IDFA Brtha Fund-ს და ასევე პასუხისმგებელია ახალგაზრდა ტალანტების მხარდამჭერ სხვადასხვა პროგრამებზე.
25 წლის განმავლობაში IDFA Bertha Fund ჩამოყალიბდა საერთაშორისოდ აღიარებულ ერთ-ერთ ცნობილ ინსტიტუტად, რომელიც მხარს უჭერს 700-ზე მეტ დოკუმენტურ პროექტსა და ორგანიზაციას აფრიკაში, აზიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ლათინურ ამერიკაში.
პაველ ზიმილსკი კინორეჟისორი და პროდიუსერია. ის ვარშავის სტუდიის-MX35-ის თანადამფუძნებელია. მისმა ფილმებმა (″In Touch″, ″Urban Cowboys″, ″Rogalik″) ფართო აღიარება მოიპოვა მსოფლიოს მრავალ ფესტივალზე და ამასთან ერთად გახდა მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი (IDFA, Thessaloniki IFF, ZagrebDox, Oberhausen ISFF).
პაველი ამჟამად არის ლექტორი პოლონეთის ეროვნულ კინოსკოლაში, სადაც ექსპერიმენტულ დოკუმენტურ მიმართულებას ხელმძღვანელობს. 2021 წლიდან ითავსებს ტრენერის ფუნქციას, kids kino docs-ის საბავშვო პროგრამაში, რომელიც ახალგაზრდებისთვის შექმნილი დოკუმენტური ფილმების ვორქშოფია.
რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი რამდენიმე მხატვრული და დოკუმენტური ფილმის ავტორია. მისი სადებიუტო ფილმის ″მარილივით თეთრი″ პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალზე 2011 წელს შედგა და მისი ბოლო ნამუშევრის, დოკუმენტური ფილმის ″მზიური″ წარდგენილი იყო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე HOT DOCs და მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი.
ქეთის ფილმები მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობდა. იგი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.
ზდენეკ ბლაჰა არის დოკუმენტური კინოს ინტსტიტუტის პროგრამის დირექტორი. ის ასევე მართავს East Doc პლატფორმას, რომელიც წარმოადგენს საკვანძო ქსელურ ივენთს და ორიენტირებულია ახალ, დოკუმენტურ ფილმებზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან.
ზდენეკი დოკუმენტური კინოს ინსტიტუტში 2009 წლიდან მუშაობს, სპეციალიზებულია ფესტივალის სტრატეგიებსა და დოკუმენტური ფილმების დისტრიბუციაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ის უწყვეტად თანამშრომლობს ჩეხეთში არსებულ ფესტივალებთან, როგორიც არის კარლოვი-ვარი IFF (როგორც დოკუმენტური კინოს ექსპერტი).
ზდენეკი ასევე მუშაობს სცენარის რედაქტორად და UX კონსულტანტად სხვადასხვა დოკუმენტურ ფილმებსა და ინტერაქტიულ /XR ნამუშევრებზე. (Darkening-ის პრემიერა სადაც ზდენეკი კონსულტანტის ფუნქციას ითვისებდა შედგა ვენეციის კინოფესტივალზე 2022 წელს).
ვიქტორ ედე გამომცემელი, მთავარი რედაქტორი და პროდიუსერია. 2014 წლიდან ის თანამშრომლობს საპროდიუსერო კომპანია Cinephage-თან, რომელიც რეჟისორ Jean-Robert Viallet-თან ერთად დააფუძნა.
მან მიიღო მონაწილეობა Eurodoc-ისა და Emerging Producers-ის ვორქშოფში და არის 12 ფილმის პროდიუსერი, რომლიდანაც 6 საერთაშორისო კო-პროდუქცია, რამდენიმე საერთაშორისო ფილმი და მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია იყო.
ვიქტორის ფილმების კო-პროდიუსერები არიან ARTE, France Televisions საფრანგეთში და ისეთი საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიები თუ პლატფორმები როგორებიცაა RTBF-ი, RTS-ი და HBO Max-ი. იგი ამჟამად Cinemas du Monde commission (CNC) - ის წარმომადგენელია.
ვიქტორ ედე Eurodoc network - ის და DAE-ს წევრია. ის ასევე ასრულებს SUD-PACA რეგიონის (LPA) პროდიუსერების გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციას.