ყოველი 28-ე დღე

გერმანია 2015 89 წუთი
  • რეჟისორი: იან გასმანი

ცენტრალურ ევროპაში, წყვილების 10 პროცენტს შვილის გაჩენისთვის ორ წელზე მეტი სჭირდება. სხვა სურვილებთან ერთად, შვილის გაჩენის სურვილიც ბოლო ბიოლოგიურ შესაძლებლობამდე გადავდე. შვილის ყოლის იდეამ შემაშინა. ჩემი თავით ვიყავი დაკავებული და ზედმეტი ვალდებულება არ მჭირდებოდა.

ერთის მხრივ, მინდოდა მქონოდა ურთიერთობა და ოჯახი, მაგრამ ამაზე მეტად სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობა მიზიდავდა. მნიშვნელოვანი იყო წინააღმდეგობა გამეწია საზოგადოების ზეწოლისთვის, რომელიც მოითხოვდა, რომ შვილი გამეჩინა.

მაგრამ ეს უეცრად და მოულოდნელად მოხდა. შვილის ყოლის სურვილი ჩემი ღრმა ქვეცნობიერიდან ამოტივტივდა, მაგრამ ოჯახის შექმნის სურვილი არ გამღვიძებია. ყოველი 28-ე დღე არის ფრიად პირადული დოკუმენტური ფილმის რეჟისორის მცდელობა, დაორსულდეს მის გვიან 30-იან წლებში.