CinéDOC კონოსკოლის მოსწავლეები

მარიამ საათაშვილი

მარიამ საათაშვილი

მარიამი სწავლობს ვასილ განჯელაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლაში, XI კლასში. გაწევრიანებულია სკოლაში არსებულ კინოკლუბ ″მერკურში″.

მარიამის ინტერესები მრავალფეროვანია. მოსწონს ტექნოლოგიები, Hardware და Soft ware მიმართულება, განსხვავებული ხედვით სურათებისა და ვიდეოების გადაღება, პროექტებში ჩართვა რომელიც საზოგადოებასთან კომუნიკაციას მოითხოვს, ბიზნესისა და სტარტაპეკოსისტემის კავშირი.

მარიამ ხაბელაშვილი

მარიამ ხაბელაშვილი

მარიამი სწავლობს ვასილ განჯელაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასში. გაწევრიანებულია კინოკლუბ „მერკურში“. არის პუნქტუალური,კომუნიკაბელული და მოწესრიგებული, მიზანდასახული.

მე ძალიან აინტერესებს კინოხელოვნება, თუ რა ხდება სცენის მიღმა და როგორი შეგრძნებაა როდესაც ფილმში გიღებენ. უნდა, რომ გახდეს რეჟისორი და გადაიღოს დოკუმენტური ფილმები და თავისი ჩანაფიქრით, შემოქმედებითი უნარით დაანახოს მაყურებელს როგორ სამყაროშია უკეთესი ცხოვრება.

ნათია სიჭინავა

ნათია სიჭინავა

ნათია სწავლობს ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლაში, არის IX- კლასის მოსწავლე და CinéDOC-ლესიჭინეს კლუბის წევრი. მისი მიზანია, რომ ისწავლოს ფილმების დამოუკიდებლად გადაღება, დამონტაჟება, გახმოვანება.

თომა ჭეიშვილი

თომა ჭეიშვილი

თომა სწავლობს ქუთაისის N30-ე საჯარო სკოლაში, მე-9¹ კლასში და გაწევრიანებულია სკოლის კინოკლუბში.

აინტერესებს კომპიუტერთან მუშაობა და სხავდასხვა ტიპის მონტაჟი, ასევე ძალიან უყვარს ისტორია და გეოგრაფია, ამიტომ ხშირად მუშაობს რუკასთან, იღებს პატარა ვიდეოებს და ამონტაჟებს.

გელა თეგაძე

გელა თეგაძე

გელა სწავლობს ვასილ განჯელაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის მე-10-ე კლასში. გაწევრიანებულია კინოკლუბ ″მერკურში″.

გელას აქვს მრავალფეროვანი ინტერესები - ცეკვა, ხატვა, თეატრი, კინო. უნდა,რომ მათემატიკისა და ფიზიკის სპეციალისტი გახდეს და პარალელურად მოცეკვავე/ქორეოგრაფი, ასევე ფიქრობს სამსახიობო მიმართულების შესწავლას.

ანა ღოღობერიძე

ანა ღოღობერიძე

ანა სწავლობს ბათუმის N23 საჯარო სკოლაში, მე-10 კლასში. გაწევრიანებულია კინოკლუბ „არტ&ჩაპლინში“. მოსწონს უცხო ენების შესწავლა. სურს შეისწავლოს მონტაჟი და უკეთ გაეცნოს კინოსამყაროს.

ვახო საჟალია

ვახო საჟალია

ვახო სწავლობს სამტრედიის N11 საჯარო სკოლის X კლასში. არის „CineDoc-11“ კინოკლუბის წევრი. ვახოს აინტერესებია ხატვა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

ზაური მეშვილდიშვილი

ზაური მეშვილდიშვილი

ზაური სწავლობს ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში. გაწევრიანებულია კინოკლუბ „თოტიონში“. აინტერესებს პროგრამირება და გადის შესაბამის კურსებს.

საბა შარვაშიძე

საბა შარვაშიძე

საბა სწავლობს ქ. ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში. გაწევრიანებულია კინოკლუბში “პარადისო”.

ანანო სიჭინავა

ანანო სიჭინავა

ანანო სწავლობს ლესიჭინეს ნომერ პირველ საჯარო სკოლაში, მეცხრე კლასში. ასევე არის ლესიჭინე CinéDOC კლუბის კომუნიკაციის კორდინატორი.

ანა დუმბაძე

ანა დუმბაძე

ანა სწავლობს ბათუმის 23-ე საჯარო სკოლაში, მე-10 კლასში. გაწევრიანებულია კინოკლუბ „არტ&ჩაპლინში“. ანას სურს მონტაჟის შესწავლა და უცხო ენები.

ვატო წერეთელი

ვატო წერეთელი

ვატო სწავლობს სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლაში, მე-9 კლასში. არის კინოკლუბ ”თოტიონი”-ს წევრი.

უყვარს სპორტული და ინტელექტუალური აქტივობები, არის დებატ-კლუბის წევრი, თამაშობს კალათბურთს და ფრენბურთს.

დავით შარაშენიძე

დავით შარაშენიძე

დავითი სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. გაწევრიანებულია კინოკლუბში „CineDOC-11“. აინტერესები - 3D მოდელირება და Stop Motion ანიმაციების გადაღება.

მარიამ ელიაშვილი

მარიამ ელიაშვილი

მარიამი სწავლობს ქარელის რაიონის სოფელ მოხსისის საჯარო სკოლაში, მეცხრე კლასში. ფესტივალებს ესწრებოდა სოფელ გომში.

ნინო კაპანაძე

ნინო კაპანაძე

ნინო სწავლობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის საჯარო სკოლის მე-11 კლასში. არის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში არსებული CinéDOC კლუბის წევრი მისი შექმნის დღიდან.

მონაწილეობდა 2022 და 2023 წლის შიდა ქართლის დოკუმენტური ფილმების ფესტივალში. აპირებს, რომ გახდეს პროგრამისტი. უყვარს ფილმების ყურება ინგლისურ ენაზე, მუსიკის მოსმენა და ხატვა. თავისუფალ დროს სრიალებს როლიკებით და უსმენს მუსიკას.

მურად ჭრელაშვილი

მურად ჭრელაშვილი

მურადი სწავლობს ბაღდათის პირველი საჯარო სკოლის მეცხე კლასში. გაწევრიანებულია CinéDOC კლუბში, ასევე კლუბ ჰორიზონტში, მოხალისეთა კლუბში, ლიდერთა კლუბში, ასევე ახალგაზრდული საბჭოს კლუბებში, განათლების კლუბში.

ლია ფრუიძე

ლია ფრუიძე

ლია არის ალპანის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. არის სკოლაში შექმნილი კინოკლუბი “CinéDOC ალპანა”-ს წევრი. კინოკლუბის მიერ ჩატარებული დოკუმენტური ფილმების ჩვენებამ გამოიწვია ლიას ინტერესი კინოინდუსტრიისადმი.

საბინა ჰუსეინოვა

საბინა ჰუსეინოვა

საბინა სწავლობს მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში. გაწევრიანებულია კინოკლუბში. საბინას აინტერესებს ვიდეო-რედაქტირება და მოკლე ფილმების გადაღება.

საბა ნინუა

საბა ნინუა

საბა ნინუა სწავლობს სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის მე-9 კლასში. გაწევრიანებული არის კინოკლუბში, რომელსაც სინედოკ კლუბი ჰქვია.

საბას კინოკლუბში ყოფნა იმიტომ უნდა რადგან აინტერესებს დოკუმენტური ფილმები და სურს გადაღება.

ანა კეზევაძე

ანა კეზევაძე

ანა სწავლობს სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის მე-9 კლასში. გაწევრიანებული არის სკოლის კინოკლუბში ″თოტიონი″.

უყვარს მუსიკის მოსმენის დროს ხატვა. ასევე დაინტერესებულია ფილმების ყურებითა და კრიტიკით. არის აქტიური ადამიანი. უყვარს სირბილი, ველოსიპედით სეირნობა, როლიკებით და ციგურებით სრიალი. აქვს ახალ-ახალი რაღაცების სწავლის მზაობა და ინტერესი.

ნინო პაიკიძე

ნინო პაიკიძე

ნინო არის ქ.ვანის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. პროფესია ჯერ არ აქვს არჩეული, თუმცა მრავალ პროექტში იღებს მონაწილეობას და სურს გამოცდილება მიიღოს სხვადასხვა სფეროში. რადგანაც, ძალიან უყვარს გადაღება და ვიდეოების დამონტაჟება, ამიტომ დაინტერესებული არის ამ პროგრამით და მისი მიზანია, რომ მიიღოს უფრო მეტი გამოცდილება, რათა გაიღრმავოს ცოდნა ამ საკითხში მისი ინტერესებიდან გამომდინარე.

ანანო ბუბუტეიშვილი

ანანო ბუბუტეიშვილი

ანანო არის სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. სამტრედიის CinèDoc კლუბის ახალი წევრი. უყვარს სწავლა, ცდილობს ყველა საგანს ერთნაირად ჩაეჭიდოს.

დაინტერესებული არის წიგნების კითხვით, განსაკუთრებით ფილოსოფიური ჟანრის წიგნებით. ასევე არის ქართული ვიკიპედიის წევრი და წერს სტატიებს ამა თუ იმ თემაზე. ბოლოს იმუშავა ტაო-კლარჯეთის ციხესიმაგრეებზე.

ზაფხულში ვიკიპედია აძლევს საშუალებას მოინახულოს არჰავი, სადაც გაივლის ვიკიპედიის ტრენინგ კურსებს. უკვე ფიქრობს ფილმის გადაღებაზე. მისი სურვილია როდესმე მოინახულოს ტაო-კლარჯეთი და გადაიღოს ფილმი წინაპრებზე.

კესარია ლურსმანაშვილი

კესარია ლურსმანაშვილი

კესარია სწავლობს სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის მე-8 კლასში, გაწევრიანებული არის CinéDOC-ის კინოკლუბში უკვე მესამე წელია, სურს, რომ უფრო საფუძვლიანად შეისწავლოს ტექნოლოგიები, მიაღწიოს იმ მიზნებს რომლებიც დასახული აქვს და ასევე გადაიღონ CinéDOC-ის რომელიმე კინოფილმში.

ანასტასია ცატავა

ანასტასია ცატავა

ანასტასია სწავლობს ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში, მე-9 კლასში. არის კინოკლუბის წევრი. ანასტასია არის მოცეკვავე და უყვარს წიგნების კითხვა. მესამე კლასიდან ამონტაჟებს ვიდეოების და უნდა, რომ მეტი ისწავლოს მონტაჟის შესახებ.

ანანო გელხვიიძე

ანანო გელხვიიძე

ანანო სწავლობს ქალაქ ბაღდათის პირველ საჯარო სკოლაში. გაწევრიანებულია კინოკლუბ „კამეოში“. დაინტერესებულია სამართალით. მომავალში უნდა, რომ გამოვიდეს გამომძიებელი.ასევე დაინტერესებულია სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაოებით.