60 წლის ილუზიონისტს ოლეგს და სპაიდერმენ დათოს ორკაციანი საცირკო დასი აქვთ. ისინი მივარდნილ სოფლებში მოგზაურობენ და სკოლის მოსწავლეებისთვის წარმოდგენებს მართავენ. ფილმის მთავარ გმირს - ოლეგს უნდა, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდა თაობას გადასცეს, ამიტომ გადაწყვეტს მოძებნოს და აღზარდოს მისი საქმის გამგრძელებელი. ეს იდეა არ მოსწონს ოლეგის ცოლს ანაიდას, რომელიც ფიქრობს, რომ ეს სრულიად უშედეგო წამოწყებაა.