მოთვინიერება

შვეიცარია, გერმანია, საქართველო 2021 91 წუთი
  • რეჟისორი: სალომე ჯაში
  • პროდიუსერი: ვადიმ იენდრეიკო, ერიკ ვინკერი, მარტინ როელი, სალომე ჯაში
  • მონტაჟი: კრის რაიტი
  • ხმის დიზაინი: ფილიპ ჩომპი
  • კინოჩვენების პლატფორმა: Focus Caucasus-ის კონკურსი
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-08-21
  • კინოჩვენების დრო: 18:00

ძალაუფლების მქონე კაცს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს გამორჩეული ჰობი აქვს - საუკუნოვანი ხეების კოლექციას აგროვებს. საქართველოს სანაპიროებიდან მის მიერ დაქირავებული კაცები ძირფესვიანად იღებენ ხეებს და მის კერძო ბაღში რგავენ, რომელიც დენდროლოგიური პარკის სახელითაა ცნობილი. ზოგიერთი ხე 15-სართულიანი შენობის სიმაღლეა.

ტრანსპორტირებისთვის ხშირად ხეებს ტოტებს აჭრიან, ელექტოკაბელები გაჰყავთ, მანდარინის პლანტაციებში ახალი გზები იგება. ხეების ძირფესვიანად ამოთხრის მეტაფორულ მნიშვნელობას დამთრგუნველ, ხელშესახებ, თუმცა სიურეალისტურ სინამდვილემდე მივყავართ.