მიცვალებულები გაგვიგებენ

საქართველო 2020 29 წუთი
  • რეჟისორი: ანა ჯეგნარაძე, მარიტა თევზაძე
  • ოპერატორი: ანა ჯეგნარაძე, მარიტა თევზაძე
  • მონტაჟი: ანა ჯეგნარაძე, მარიტა თევზაძე
  • საპროდიუსერო კომპანია: Nanimeter
  • კინოჩვენების პლატფორმა: Focus Caucasus-ის კონკურსი
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-08-22
  • კინოჩვენების დრო: 17:00

როცა პანდემიამ ქართლის პატარა სოფლამდე მიაღწია, დაცარიალებული სკოლის ეზოში ჩიტები დასახლდნენ. ავტობანი მხოლოდ სატვირთო მანქანებს დარჩათ სამოძრაოდ. კედლის საათის წიკწიკი უფრო მკაფიოდ გაისმა. ადამიანებს წინა ღამით ნანახი სიზმარი უკეთ დაამახსოვრდათ.

ადვილად შესამჩნევი გახდა დილის სოკოების ზრდა, მდინარის სწრაფი მოძრაობა, ძველი წერილები და დიდი ხნით ადრე წასულების მიერ დარგული ხეები. აღდგომის კვირაში, დღეში ხუთჯერ, სოფლის მყუდროება ტელევიზორიდან შემოჭრილმა ეჭვებმა, შიშებმა და ვარაუდებმა დარღვია. სოფელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიეღო.