კარმა გოგო

დანია 2020 23 წუთი
  • რეჟისორი: კასპარ ასტროპ შრედერი
  • პროდიუსერი: მარია სტევნბაკ ვესტერგრენი
  • აღმასრულებელი პროდიუსერი: სინ ლეიკ იენსენი, მორტენ კაუფმანი
  • ოპერატორი: კასპარ ასტროპ შრედერი
  • მონტაჟი: რებეკა ლანქვისტი
  • ხმის დიზაინი: რუნ პალვინგი
  • კომპოზიტორი: ალი ჰელნვეინი
  • კინოჩვენების პლატფორმა: CinéDOC-Young

11 წლის გოგონა ჰანინი მიანმარის პატარა სოფელში, მშობლებთან და და-ძმებთან ერთად ცხოვრობს. მიანმარში ხალხს სჯერა კარმის - სუფთა კარმა კარგი ცხოვრების საწინდარია. ერთ დღეს ორი მონაზონი ესტუმრება ჰანინსა და მის თანაკლასელებს, და ისაუბრბენ თავიანთ მიზანზე.

მათთან შეხვედრის შემდეგ ჰანინის სურვილი გაუჩნდება, რომ თავადაც მონაზონი გამოვიდეს. რისთვისაც აუცილებელია ყოველდღიური მედიტაცია, თავის გადაპარსვა და ოჯახისგან შორს ყოფნა. შეძლებს თუ არა ფილმის მთავარი გმირი ბუდას ქალიშვილობას, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ენატრება?