სადამდეც ფეხით მისვლა შემიძლია

საქართველო 2021 23 წუთი
  • რეჟისორი: მაკა გოგალაძე
  • თანაწარმოება: Chai Khana
  • კინოჩვენების პლატფორმა: სპეციალური ჩვენებები
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-09-12
  • კინოჩვენების დრო: 19:00

პანდემიაში სახლში მარტო გამოკეტილი რეჟისორი მაკა გოგალაძე გრძნობს, რომ გაურკვეველი მომავლის შიშთან მარტო არ არის და რაღაც დიდის ნაწილია. ამიტომაც ის ქალაქში დადის, შიშებს უცხო ადამიანებთან ერთად იზიარებს და იმ ადგილებსა და მოვლენებს აღბეჭდავს, რომლებზეც პანდემიამ განსაკუთრებული კვალი დატოვა. 2020 სამყარო ჩვენს გარშემო მნიშვნელოვნად დავიწროვდა და მხოლოდ ფეხით სავალი მანძილით შემოისაზღვრა.