ბავშვობის მეგობრები პატრისია და ჰეიდი კუბაში იზრდებოდნენ, მოგვიანებით ორივემ კინოაკადემიაში ჩააბარა. 70-იან წლები ჩე გევარას კომუნისტური იდეებით დაამახსოვრდათ, თუმცა დროსთან ერთად მიხვდნენ, რომ მათი ოცნებები განუხორციელებელი დარჩა. ისინი საკუთარი სამშობლოს შეზღუდვებსა და ცენზურას გაექცნენ - ჰეიდი შვეიცარიაში წავიდა საცხოვრებლად, პატრისია ესპანეთში.
წლების მანძილზე კავშირი გაწყვიტეს. ხოლო მაშინ, როცა ორივე 40 წლის გახდა, ურთიერთობა აღადგინეს და გამონახეს მათთვის ახლობელი გზა - ვიდეოწერილები. ორივე მათგანმა განაგრძო საკუთარი ცხოვრების ასახვა, მიუხედავად იმისა, რომ ეგონათ არასოდეს იმუშავებდნენ კინოზე.