ჯეინ ჯან

სომხეთი 2021 32 წუთი
  • რეჟისორი: მერი მკრტჩიანი
  • თანაწარმოება: Chai Khana
  • კინოჩვენების პლატფორმა: Focus Caucasus-ის კონკურსი
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-08-29
  • კინოჩვენების დრო: 17:00

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების დროს, ფილმის ავტორი თავის აზერბაიჯანელ მეგობართან, აიზელთან ერთად ცხოვრობს. მათი მეგობრობა გამორჩეულია, რადგან გოგოები ორი მოწინააღმდეგე ქვეყნიდან არიან. ფილმში ნაჩვენებია პრობლემები, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან.

საზოგადოების დამოკიდებულება ორაზროვანია. ჯერ არავინ იცის, რომ სექტემბერში ომი დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოსაზღვრე ქვეყნების მოქალაქეები არიან, შესახვედრად უსაფრთხო, სხვა ქვეყანაში უნდა იმოგზაურონ.

იმედი აქვთ, რომ ერთ დღეს შეძლებენ ერთმანეთის სამშობლოს მონახულებას, ისე რომ არავინ მოიხსენიებს მტრებად. ფილმი შეიქმნა 2020 წლის აგვისტოში, ერთი თვის შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შედეგად მეგობრებს გამოემშვიდობნენ. ომისა და ძლიერი ემოციების მიუხედავად, ისინი თავიანთ ღირებულებებისა და მეგობრობის ერთგულნი რჩებიან.