გამარჯობა სალამი

ნიდერლანდების სამეფო 2017 16 წუთი
  • რეჟისორი: კიმ ბრენდი
  • პროდიუსერი: ჰას ვან ნუნენი (Een van de jongens), რენკო დუზე (Een van de jongens)
  • ოპერატორი: რეინუ სტენჰუიზენი
  • მონტაჟი: ლუკ ვან სტეგერენი
  • ხმა: ჟილის შრიელი
  • ხმის დიზაინი: ლენარტ კლეინენი, ალან ვან რამშორსტი
  • მუსიკა: ჰარი დე ვიტი
  • კინოჩვენების პლატფორმა: CinéDOC-Young

სილი და მერლაინი დიდი თავგადასავლისთვის ემზადებიან: ისინი ლესბოში, ლტოლვითა ბანაკში წასვლასა და რამდენიმე კვირით დარჩენას აპირებენ. დედებისგან, რომლებიც იქ მუშაობენ, ბანაკში მცხოვრებ ბავშვებზე ბევრი რამ სმენიათ. ახლა კი ყველაფერს საკუთარი თვალით იხილავენ.

როგორია ბავშვების ცხოვრება ბანაკში? პირველ შეხვედრებს, საჭმლის დარიგებასა და ფრთხილ მოკითხვებს, მხიარული შეკრებები და სხვადასხვა ენაზე საინტერესო საუბრები ანაცვლებენ. საინტერესოა, გახდება თუ არა ეს ყოველივე ახალი მეგობრობის დასაწყისი?