აპოლო ჯავახეთი

საქართველო 2017 16 წუთი
  • რეჟისორი: ბაქარ ჩერქეზიშვილი
  • პროდიუსერი: ბაქარ ჩერქეზიშვილი, ჟულიენ დიბელი
  • ოპერატორი: ჟულიენ დიბელი
  • მონტაჟი: ბაქარ ჩერქეზიშვილი
  • ხმა: ანუკა ინასარიძე, Post Red Audio
  • ხმის დიზაინი: ბესარიონ კაჭარავა
  • კინოჩვენების პლატფორმა: CinéDOC-Young

ბანდურა მარტოხელა დედასთან ერთად ჯავახეთის რეგიონში იზრდება. კლიმატი მკაცრია, გზები - ცუდი, ხედები კი ნაცრისფერი და ქვიანი. პატარა სოფელში, სადაც ის ცხოვრობს, თითქოს დრო გაჩერებულია. მოზარდი ჯიბის ფულს მწყემსვით შოულობს, ადგილობრივ ყველის მწარმოებელს ეხმარება და კარტოფილი მოჰყავს.

სახლში, სამზარეულოს მაგიდასთან, დედამისი ხმამაღლა კითხულობს ბიბლიას, მაგრამ ბანდურა სულ სხვა რამეზე ფიქრობს: მას მთვარეზე მოგზაურობა უნდა. ვაჭრობით ის შეძლებს იმდენი ფული იშოვოს , რომ გემით შეერთებულ შტატებში წავიდეს, სადაც გაარკვევს სად უნდა ისწავლოს, იმისათვის, რომ კოსმონავტი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ აქ დრო თითქოს გაჩერებულია, ფილმის მთავარი გმირის ფანტაზიით - რომელიც მას უხვად აქვს - ჯავახეთი ღამით მართლაც წააგავს მთვარისებრ პეიზაჟს.