ცეკვის გაკვეთილები

დანია 2019 22 წუთი
  • რეჟისორი: კამილა მაგიდი
  • პროდიუსერი: მარია სტევნბაკ ვესტერგრენი
  • ოპერატორი: კამილა მაგიდი
  • მონტაჟი: რასმუს სტენსგაარდ მადსენი, ესტეფან ვაგნერი
  • ხმა: რუნე ჰანსენი
  • სცენარი: კამილა მაგიდი
  • კომპოზიტორი: ალი ჰელნვაინი
  • კინოჩვენების პლატფორმა: CinéDOC-Young

ათის წლის თიკას მთელი გულით უყვარს ქართული ხალხური ცეკვა. მან პირობა დადო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები მქონე ბავშვებს ცეკვას ასწავლის. თიკა სკოლაში ბავშვებს ამეცადინებს და სურს ისეთივე სიხარული განაცდევინოს თანატოლებს, როგორსაც ცეკვის დროს თავად განიცდის და ამით თვითშეფასების ამაღლებაში დაეხმაროს.

თუმცა ბავშვებისთვის რთულია, რომ ილეთები დაიმახსოვრონ. ერთ-ერთი მოწაფე, ნიკა ცდილობს ისწავლოს, მაგრამ განიცდის, როცა შეცდომებს უშვებს. თიკა საკუთარ თავს ეჭვის ქვეშ აყენებს, შეძლებს რომ ბავშვებს საკუთარი თავისადმი სიამაყის გრძობა გაუჩინოს?