ბაზიერი

დანია 2019 22 წუთი
  • რეჟისორი: სიმონ ლერენგ ვილმონტი
  • პროდიუსერი: მარია სტევნბაკ ვესტერგრენი
  • ოპერატორი: სიმონ ლერენგ ვილმონტი
  • მონტაჟი: მაიკლ ააგლუნდი, რასმუს სტენსგაარდ მადსენი
  • ხმა: რუნე პალვინგი
  • სცენარი: სიმონ ლერენგ ვილმონტი
  • მუსიკა: ალი ჰალნვეინი
  • კინოჩვენების პლატფორმა: CinéDOC-Young

12 წლის რეშატი აზერბაიჯანის ნავთობის საბადოებით არის გარემოცული. ბიჭი ოცნებით სავსე თვალებით ცაზე მტრედებს აკვირდება... მას მამა ენატრება, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა და რეშატივით უყვარდა ჩიტები.

ფილმის გმირი მოგვიანებით სოფელში განთქმულ ბაზიერთან მიდის, რომლისგანაც მტრედების მოთვინიერების სწავლის იმედი აქვს. რეშატი მეგობრებთან თამაშობს, მამის საფლავზე მიდის, აკვირდება ბებიის ძველ სურათებს და მეცადინეობს მხოლოდ მაშინ, როცა დედა თხოვს. სინამდვილეში კი ყველაფერს ბაზიერთან ყოფნა ურჩევნია.