ცისარტყელას ბავშვები: ელიკას პორტრეტი

ბელგია 2018 12 წუთი
  • რეჟისორი: მარიამ ბაიანი
  • პროდიუსერი: მარიამ ბაიანი
  • ოპერატორი: ვიკტუარ ბონინი, ლეო მალეკი
  • მონტაჟი: მარიამ ბაიანი, რეზა მოსადეგი
  • ხმა: მარიამ ბაიანი, ანდრე ფილიპსი
  • კინოჩვენების პლატფორმა: CinéDOC-Young

პატარა ელიკა ცდილობს აგვიხსნას, რომ ირანელებს ყველაზე მეტად ხუთი რამ მოსწონთ: ბრინჯი, მზე, ნაყინი, თევზი და ტიტები. ფილმის გმირი ბელგიურ სკოლაში თავის სამშობლოზე აკეთებს პრეზენტაციას და სპარსულ ლექსს კითხულობს, რომელსაც მოგვიანებით ფრანგულად თარგმნის. აუდიტორია ელიკას განსხვავებული საუბრის მანერით მონუსხულია. ფილმი მაყურებლისთვის რაღაც სასიამოვნოდ უცნაურს თანდათან ნაცნობს ხდის…