მოუსმინე სიჩუმეს

საქართველო 2016 80 წუთი
  • რეჟისორი: მარიამ ჭაჭია
  • პროდიუსერი: ნიკ ვოიტი, ნინო ჯინჭარაძე
  • ოპერატორი: თებაუ მოტე, ნიკ ვოიტი
  • მონტაჟი: სელინ კელეპიკის
  • მუსიკა: ფესვები
  • საპროდიუსერო კომპანია: Opyo Doc
  • კინოჩვენების პლატფორმა: აჭარის ტელევიზია
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-09-13
  • კინოჩვენების დრო: 22:30

ოცნება ძალიან ბუნებრივი და მარტივია ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ მისი მიყოლა, როცა მისი ახდენის არავის სჯერა, ცოტას ხვედრია. 9 წლის ლუკა ოცნებობს სცენაზე ავიდეს და იცეკვოს, რადგან ეს მისთვის ამ დიდ სამყაროში ადგილის დაკავების ერთადერთი გზაა.

ერთადერთი სამყარო, რომელიც მან იცის, ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჯარო სკოლაა, სადაც ლუკა სწავლობს და ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის რთულია გაიგოს და ისწავლოს მუსიკის რითმი, ის არასდროს ნებდება. ფილმი არის ამბავი ახალგაზრდა ბიჭის ოცნებაზე, მოუსმინონ მას.