მე არ გადამიკვეთავს საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე

საქართველო, გერმანია 2016 75 წუთი
  • რეჟისორი: თომა ჩაგელიშვილი
  • პროდიუსერი: სტეფან კლუსი, თომა ჩაგელიშვილი, ვიქტორია ქავჟარაძე
  • ოპერატორი: კახაბერ მშვიდობაძე
  • მონტაჟი: ლიდია შეინინი
  • კინოჩვენების პლატფორმა: აჭარის ტელევიზია
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-09-25
  • კინოჩვენების დრო: 21:00

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სოფელ ხურვალეთის მაცხოვრებლები იგებენ, რომ ახლად ჩამოყალიბებული (არაღიარებული) სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ცხოვრობენ. ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა, სანამ რუსეთმა საზღვარზე მავთულხლართების გავლება არ გადაწყვიტა.

მოულოდნელად, მეზობლები და ოჯახის წევრები მავთულხლართების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ეს დოკუმენტური ფილმი თვალყურს ადევნებს, თუ როგორ ეგუებიან ადგილობრივები ახალ მდგომარეობას. ისინი ცდილობენ თავი აარიდონ რუს მესაზღვრეებს და ღობეზე ძვრებიან, რათა ერთმანეთს დაეხმარონ მოსავლის აღებაში ან გაცვალონ სხვადასხვა საქონელი. სახლში სადილობის მაგივრად, ისინი საზღვარზე პიკნიკებს აწყობენ. მათ სურთ ადრინდელივით იცხოვრონ, მაგრამ საეჭვოა, ეს თუ ისევ შესაძლებელია.