Უძინარი ნიუ-იორკში

შვეიცარია 2014 92 წუთი
  • რეჟისორი: კრისტიან ფრეი
  • პროდიუსერი: კრისტიან ფრეი - Christian Frei Filmproduktionen GmbH
  • ოპერატორი: პიტერ ინდერგანდი scs
  • მონტაჟი: კრისტიან ფრეი
  • ხმა: ჯუდი კარპი
  • მუსიკა: მაქს რიხტერი, ელენე კარაინდრუ, გია ყანჩელი
  • კინოჩვენების პლატფორმა: აჭარის ტელევიზია
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-09-18
  • კინოჩვენების დრო: 21:00

Მომაჯადოებელი, დამატყვევებელი და ყოვლისმომცველი… ძლიერი გრძნობებით სავსე ფილმი სიყვარულზეა და სამი ახლადმიტოვებული ადამიანის თეთრად გათენებულ ღამეებზე გვიყვება. Ცნობილი ანთროპოლოგი ჰელენ ფიშერი იმ გასაოცარ პროცესებს ააშკარავებს, რაც შეყვარებული ადამიანის ტვინში მიმდინარეობს.

ფილმი ცდილობს თვითგანადგურებისკენ მიმართული გზისა და ახალი „მეს“ ძიების ასახვას. Ეს არის ფილმი მათთვის, ვინც შეყვარებულია, ვისაც აღარ უყვარს და ვინც ჯერ ისე ეძებს სიყვარულს.