ფილმი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ბორის ნემცოვის პორტრეტია; ერთ დროს ვიცე-პრემიერი და „ელცინის მემკვიდრე“, შემდგომში პუტინის უკომპრომისო მოწინააღმდეგე, 2015 წლის თებერვალში, კრემლის სიახლოვეს მოკლეს.
საარჩევნო კამპანია და სასტუმროში გატარებული ღამეები, საპროტესტო აქციები და ოფისის რუტინა, მატარებლის კუპეები და სასამართლო დარბაზები, ღამის სეირნობა და პოლიციის ეკიპაჟები, არც ერთი პოლიტიკოსი არ ყოფილა კამერასთან ასე ახლოს. Ფილმი ასევე არის ამბავი ჟურნალისტზე, რომელიც პოლიტიკოსის ნამდვილი მეგობარი ხდება.