მოლენბეკის ღმერთები

ფინეთი 2019 73 წუთი
  • რეჟისორი: რეეტა ჰუჰტანენი
  • პროდიუსერი: ჰანუ-პეკა ვიტიკაინენი, ჰანე ფლიპო, ალექს ტონდოვსკი
  • ოპერატორი: ჰანუ-პეკა ვიტიკაინენი
  • მონტაჟი: იამინ ბენაზუზი
  • მუსიკა: ტუომას ნიკინენი, კასის ბ. Შტაუდი
  • საპროდიუსერო კომპანია: Zone2Pictures, Clin d’oeil films, Tondowski Films
  • კინოჩვენების პლატფორმა: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-08-19
  • კინოჩვენების დრო: 23:15

მედიისთვის ბრიუსელის მოლენბეკის უბანი ჯიჰადის ერთგვარი ცენტრია, ხოლო 6 წლის აატოსისა და მისი მეგობარი ამინისთვის სახლი, სადაც ისინი ობობებს უსმენენ, შავ ხვრელებს იკვლევენ და მფრინავი ხალიჩის მართვაზე კამათობენ და ცხოვრებისეულ შეკითხვებზე პასუხებსაც ერთად ეძებენ. მეზობელ უბანში ზრდასრულთა სამყაროს სისასტიკე იჩენს თავს, როდესაც ტერორისტები ნაღმს აფეთქებენ.

აატოსს ამინის მუსულმანური რწმენის შურს და საკუთარ ღმერთებს ეძებს. მისი თანაკლასელი ფლო დარწმუნებულია, რომ ვისაც ღმერთის სწამს, ყველა ჭკუიდან შეიშალა. ფლო თავის აზრებს აატოსსაც უზიარებს. „მოლენბეკის ღმერთები“ ბავშვური მეგობრობისა და ძიებების, სამყაროში საზრისის პოვნის მცდელობის ამბავია.