მზიური

საქართველო 2021 66 წუთი
  • რეჟისორი: ქეთი მაჭავარიანი
  • ოპერატორი: გიორგი შველიძე, გიორგი ფაილოძე, გიგი სამსონაძე
  • ხმის დიზაინი: ირაკლი ივანიშვილი, ნიკა ფანიაშვილი, პაატა გოძიაშვილი
  • ხმის ეფექტები: გიორგი გოგლიკ გოგოლაძე, ირაკლი ივანიშვილი, თამთა მანძულაშვილი
  • კომპიუტერული გრაფიკა: თემო ეზუგბაია
  • იდეის ავტორი: ცისანა ხუნდაძე
  • ფერების კორექცია: ნოდარ ნოზაძე
  • კომპიუტერული გრაფიკა: თემო ეზუგბაია
  • კინოჩვენების პლატფორმა: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-08-15
  • კინოჩვენების დრო: 23:30
  • კინოჩვენების პლატფორმა: Focus Caucasus-ის კონკურსი
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-09-04
  • კინოჩვენების დრო: 17:00

ფილმის სათაური ორმაგია, თან ფილმის მთავარი გმირის სახელია და თან მზიური საქართველოს საბჭოთა ეპითეტსაც გვახსენებს. მზიური ყოფილი პედაგოგია და ახლა სოციოლოგიური კვლევებზე ინტერვიუერად მუშაობს, ეს სამუშაო მარტოობის დაძლევაში ეხმარება და მზიურის სოციალური ცხოვრების ერთადერთი წყაროა.

მზიური მიგვიძღვება თბილისის ვიწრო ქუჩებსა და ბეტონის უსახურ კვარტლებში, გვახედებს ბინებში, სახლებსა და უბნებში, გვასმენინებს მწვავე სოციალური და პოლიტიკური თემების ირგვლივ თბილისის მოქალაქეების ფიქრებსა და იმედებს. ფილმის ბოლოს თვითონ მზიური გვევლინება რესპონდენტის როლში, ახლა ის პასუხობს კვლევის კითხვებზე და თავის ოცნებებსაც გვიზიარებს.