ძაღლების შორეული ყეფა

დანია 2017 90 წუთი
  • რეჟისორი: სიმონ ლერენგ ვილმონტი
  • პროდიუსერი: მონიკა ჰელსტრომი (Final Cut for Real)
  • აღმასრულებელი პროდიუსერი: ფილიპა კოვარსკი
  • ოპერატორი: სიმონ ლერენგ ვილმონტი
  • მონტაჟი: მაიკლ ააგლუნდი
  • ხმა: ერიკ ენოკსონი, უნო ჰელმერსონი, ერიკ ენოკსონი
  • ხმის დიზაინი: პიეტუ კორჰონენი, ჰეიკი კოსი, პიტერ ალბრეხტსენი
  • თანაწარმოება: STORY, Mouka Filmi
  • კინოჩვენების პლატფორმა: სპეციალური ჩვენებები
  • კინოჩვენების თარიღი: 2022-03-17
  • კინოჩვენების დრო: 12:00

„ძაღლების შორეული ყეფა“ გადაღებულია აღმოსავლეთ უკრაინაში, ომის წინა ხაზზე. ფილმი, ერთი წლის განმავლობაში, 10 წლის უკრაინელი ბიჭის, ოლეგის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ვხედავთ ომის გავლენით როგორ კარგავს ბავშვურ უმანკოებას. ოლეგი თავის საყვარელ ბებიასთან, ალექსანდრასთან ერთად ცხოვრობს სოფელ ჰნუტოვში. ოლეგსა და ალექსანდრას წასასვლელი არსად აქვთ, ამიტომ სოფელში რჩებიან და უყურებენ როგორ ტოვებენ აქაურობას სხვები.

აქ ცხოვრება დღითიდღე რთულდება, ომს ბოლო არ უჩანს. ნახევრად დაცლილ სოფელში, სადაც ოლეგსა და ალექსანდრას ერთმანეთის გარდა ფაქტიურად არავინ ჰყავთ, ფილმი გვაჩვენებს რა მყიფე და მნიშვნელოვანია ახლო ურთიერთობები გადარჩენისთვის. მაყურებელი ოლეგის პერსპექტივით ხედავს თუ რას ნიშნავს საომარ ზონაში ბავშვობის გატარება.

ფილმში ნაჩვენებია როგორ ირყევა ბავშვის სამყარო იმის აღმოჩენით, თუ რა საფრთხეები და გამოწვევები მოჰყვება ომს. „ძაღლების შორეული ყეფა“ ააშკარავებს ომის შედეგებს უკრაინელი ბავშვების ცხოვრებაზე დაკვირვებით, ასევე იმ ჭრილობებსა და ცხოვრების გაკვეთილებს, რომელიც ამ თაობას მომავალში გაჰყვება.