გამჭვირვალე სამყარო

Georgia 2018 82 წუთი
  • რეჟისორი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
  • ოპერატორი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
  • მონტაჟი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
  • ხმა: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
  • წარმოების მენეჯერი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
  • კინოჩვენების პლატფორმა: აჭარის ტელევიზია
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-09-15
  • კინოჩვენების დრო: 22:30

შვილთან ერთად ადამიანის ცხოვრებაში დიდი პასუხისმგებლობა ჩნდება, რომ ოჯახის უმცროსი წევრი სრულფასოვან ადამიანად აღიზარდოს. ამ მოვალეობას ღირსეული მშობლები მოთმინებით და ერთგულად ასრულებენ, იმ რწმენით, რომ შვილიც ასევე მოიქცევა.

ბექა 26 წლისაა... მამამისი პროფესიის დაუფლებაში ეხმარება - ბექა ფოტოხელოვნებით არის გატაცებული, ამავდროულად ფილმს იღებს ფიზიკოსსა და კომპოზიტორზე. მისი ფოტოგამოფენა ახლახან გაიმართა. მამის მოთმინებისა და გაგების უნარი შვილს ზრდასრულ ცხოვრებაში დამოუკიდებლობას აჩვევს, საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებში არწმუნებს.