Life is Be

საქართველო 2016 85 წუთი
  • რეჟისორი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
  • ოპერატორი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
  • მონტაჟი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
  • ხმა: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
  • სცენარი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
  • წარმოების მენეჯერი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
  • კინოჩვენების პლატფორმა: აჭარის ტელევიზია
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-10-02
  • კინოჩვენების დრო: 21:00

ფილმში 5 მთავარი გმირია და ყველას თავისი ისტორია აქვს. ისინი თელავში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ერთი მათგანი გერმანელია და სათნოების სახლში ფორტეპიანოზე უკრავს, ყოფილი მეხანძრეა. გადარჩენილი აქვს წინანდლის სახლ-მუზეუმი.

Მეორე გერმანელია, რომელსაც 20 წელია, რაც შეუწყვიტეს ელექტროენერგიის მიწოდება. მან გამოიგონა ღუმელი, რომელიც გამოიმუშავებს დენს. მესამე პერსონაჟი 80 წლის ყოფილი კავშირგაბმულობის დირექტორია. მისი სახლი ისტორიული ძეგლია, რომელსაც სახელმწიფო იცავს.

მაგრამ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. მეოთხე პერსონაჟი - ყოფილი ინჟინერია, წარსულში თელავის უნივერსიტეტის ლექტორი. ის ზის სახლში და უსმენს როკ მუსიკას და ცხოვრებას უჩივის . მეხუთე პერსონაჟი - წარმატებული ფერმერია, ბიზნესმენი. მას სჭირდება დამხმარე ძალა. მაგრამ ვერავის პოულობს. არავის არ უნდა მუშაობა. თავის ფერმაში მინი სალოცავი აქვს, სადაც უკეთესი მომავლისთვის ლოცულობს.