თორმეტი გაკვეთილი

საქართველო 2019 74 წუთი
  • რეჟისორი: გიორგი მრევლიშვილი
  • პროდიუსერი: ჯერემი გასკილი, MAC Georgia
  • ოპერატორი: გიორგი მრევლიშვილი
  • მონტაჟი: გიორგი მრევლიშვილი
  • ხმა: დავით ხოსიტაშვილი
  • მუსიკა: ნინო ჯანჯღავა
  • კინოჩვენების პლატფორმა: აჭარის ტელევიზია
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-09-01
  • კინოჩვენების დრო: 22:30

იქ, სადაც მთავარი საფიქრალი მავნებელი მწერია, რომელიც სოფელს მოსავლის განადგურებით ემუქრება, ბაბუა შვილიშვილს დამოუკიდებლად ცხოვრებას ასწავლის. ვალერიან კოტრიკაძე და მისი შვილიშვილი ვაკო დედაქალაქიდან 300 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ბუკნარში ცხოვრობენ.

ვაკოს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, ვალერიანი ყოფილი სამხედროა, რომლისთვისაც წესრიგი ყოველდღიურობის არსებითი ნაწილია. ბაბუას მიზანია, რომ ვაკოს დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს, ასწავლოს ხელობა, რომ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გახდეს.