დონ ჟუანი

შვედეთი, ფინეთი 2015 92 წუთი
  • რეჟისორი: იერჟი სლადკოვსკი
  • ოპერატორი: ვოიჩიეჩ სტარონი
  • მონტაჟი: იაკუბ სლადკოვსკი, აგნეშკა ბოჟანოვსკა
  • მუსიკა: ტიმო ჰიეტალა
  • წარმოების მენეჯერი: ანტონიო რუსო მერენდა (Ginestra Film)
  • თანაწარმოება: MADE
  • კინოჩვენების პლატფორმა: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-08-23
  • კინოჩვენების დრო: 22:30

22 წლის ოლეგი არ ცხოვრობს ისე, როგორც დედამისის - მარინას აზრით ნამდვილ მამაკაცს შეეფერება. მარინა ფიქრობს რომ ოლეგი აუტისტი მუქთახორაა. ოლეგს მეგობრების ყოლის სურვილიც არ აქვს. Მარინას მიზანია, რომ ოლეგის ცხოვრება შეცვალოს, ამიტომ ის სხვადასხვა არასტანდარტული მკურნალობის კურსებზე დაყავს.

მეორე თერაპევტი კი ეუბნება ოლეგს, თუ რამდენად გამოუსადეგარია და რომ სამუდამო მარტოობა ემუქრება. ფაქტი, რომ კამერის არსებობა არავის აწუხებს, შესაძლებლობას გვაძლევს ახლოდან დავინახოთ მოვლენების დრამატული განვითარება. როდის მისცემენ ოლეგს უფლებას იყოს ის, ვინც სინამდვილეშია? გამოსავალი მოულოდნელად ჩნდება, რაც კაცობრიობისთვის იმედის მიმცემი გამარჯვებაა.