Სონიტა

გერმანია, შვეიცარია, ირანი 2016 90 წუთი
  • რეჟისორი: როხსარე გამაგამი
  • ოპერატორი: ბერუზ ბადრუჟი, ალი მოჰამედ გასემი, მოჰამედ ჰადადი, არასტო გივი, ტორბენ ბერნარდი, პალვიზ არეფი, ალა მოჰსენი
  • მონტაჟი: რუნე შვაიცერი
  • ხმა: მოჰამედ სალეჰი, ჰადი საედ მოჰკამი, ალი ალავი
  • ხმის დიზაინი: ბენჯამინ ბენუა
  • მუსიკა: სონიტა ალიზადა, სეპანდარმაზ ელაჰი შირაზი, მორიც დენისი, გილომ ვუჰრმანი
  • წარმოების მენეჯერი: გერდ ჰააგი (TAG/TRAUM), ალინ შმიდი (Intermezzo Films), როხსარე გამაგამი
  • კინოჩვენების პლატფორმა: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-08-25
  • კინოჩვენების დრო: 22:30

18 წლის სონიტას ოცნებაა გახდეს ცნობილი რეპერი. Მისი თაყვანისმცემლები მხოლოდ თეირანის თავშესაფრის თინეიჯერი გოგონები არიან. ავღანეთიდან ლტოლვილი სონიტა, ტრამვებთან გასამკლავებლად ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გადის. მის ოჯახს სონიტას სრულიად სხვა მომავალი აქვს დასახული: როგორც პატარძალი, 9000$ ღირს.

გარდა ამისა, ირანში ქალებს სიმღერის უფლება არ აქვთ. როგორ შეძლებს სონიტა ოცნებების ახდენას? რეჟისორი როხსარეჰ გაემი პირადად ერთვება ამ საკითხის გადაწყვეტაში და ამწვავებს მსჯელობას საკითხზე, თუ რამდენად უნდა დაუახლოვდნენ დოკუმენტალისტები საკუთარი ფილმის გმირებს.

ფილმი მოგვითხრობს სონიტას ბრძოლის შესახებ საშინელი იძულებითი ქორწინების წინააღმდეგ, რომელიც ზღუდავს მის თავისუფლებას.