დონბასი, 2019 წელი. რუსეთის შემოჭრის პესპექტივა იგრძნობა, ძველი სროლების ხმა კიდევ არ მინელებულა და შორიდან ისმის. ხუთ გაბედულ უკრაინელ თინეიჯერს ეძლევათ შანსი ჰიმალაის თერაპიული ექსპედიციის დროს აღმოაჩინონ თავისუფლების გემო, იქამდე სანამ ომი კვლავ არ შეუქმნის მათ და მათ ოჯახებს საფრთხეს.
თინეიჯერული ოდისეა და დონბასელი ბავშვების ნაზი საგუნდო პორტრეტი, აპოკალიფსის ზღვარზე...