თაფლის მიწა

მაკედონია 2019 85 წუთი
  • რეჟისორი: ლიუბომის სტეფანოვი, თამარა კოტევსკა
  • პროდიუსერი: ატანას გეორგიევი
  • ოპერატორი: ფეიმი დაუტი, სამირ ლიუმა
  • მონტაჟი: ატანას გეორგიევი
  • ხმა: რანა ეიდი
  • მუსიკა: Foltin
  • საპროდიუსერო კომპანია: Trice Films
  • კინოჩვენების პლატფორმა: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი
  • კინოჩვენების თარიღი: 2021-08-27
  • კინოჩვენების დრო: 22:30

Ჰატიჯე მაკედონიის უკაცრიელი სოფლის კლდოვან ადგილებზე ფუტკრების კოლონიებს სტუმრობს. Ჰატიჯე ფუტკრებს თავის საიდუმლო საგალობელს უმღერის და ყოველგვარი ხელთათმანებისა და დამცავი ბადის გარეშე თაფლს აგროვებს.

სახლში დაბრუნებული კი, თავის ხელნაკეთ სკებსა და ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლის, ხანდახან კი დედაქალაქის ბაზარში თავის სანოვაგეს ყიდის. ერთ დღესაც, მის მეზობლად მოხეტიალე ოჯახი დასახლდება და ჰატიჯე მყუდროებას ხმაურიანი მანქანები, 7 მტირალა ბავშვი და 150 ძროხა დაარღვევს.

ჰატიჯე ოჯახს კეთილგანწყობით ხვდება და მთელი თავისი გულწრფელობით მეფუტკრეობის შესახებ რჩევებსაც უზიარებს. თუმცა, მალევე მოხეტიალე ოჯახის თავი ჰუსეინი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელმაც შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს ჰატიჯეს ცხოვრება.