კლონდოლკინი არის ცნობილი უბანი დასავლეთ დუბლინში, რომელიც მუშათა ოჯახებით არის დასახლებული. ამ უბნის სამეზობლო ძალიან წესიერია: განახლებული სახლები, უმრავლესობას ჰყავს მანქანა. მიუხედავად ამისა ყველა დუბლინელმა იცის, რომ ეს უბანი არის საშიში და ნარკოტკებით სავსე.
კლონდოლკინი დღემდე ინახავს ეგრეთ წოდებული ქალაქელი კოვბოების ფენომენს, მოზარდები რომლებსაც უკანონოდ ჰყავთ ველური ცხენები. აკრძალვის მიუხედავად, კოვბოები მთელ დღეებს ცხენზე ჯირითში ატარებენ.
დილანი 14 წლის კარგი გარეგნობის დუბლინელია ქერა თმითა და ცისფერი თვალებით. მაისში დედამისის გარდაცვალებამდე, დედამ პირველი ცხენის საყიდლად შეუგროვა ფული.
ტრაგედიის მიუხედავად დილანმა შეიძინა პატარა ცხენი, რომელზეც ოცნებობდა და დედის სახელი, შელი დაარქვა. დილანის ბებია და ბაბუა, რომლებიც მას ზრდიან ცდილობენ შეუნარჩუნონ დისციპლინა. მათ სურთ ცხენის მოშორება, მაგრამ ხვდებიან თუ რამდენს ნიშნავს ეს ცხოველი ბიჭისთვის.