როდესაც ჟასმინის მშობლები გადაწყვეტენ, რომ დაბრუნდნენ მამამისის სამშობლოში, აღმოსავლეთ აფრიკის ერთ-ერთ რეგიონში, ჟასმინი ცხოვრებაში უდიდეს ცვლილების წინაშე დგება. მას უწევს მისთვის ნაცნობ ფინურ სათამაშო მოედნებთან და მის საუკეთესო მეგობართან მარიამთან დამშვიდობება.
ჟასმინი აღმოსავლეთ აფრიკაში მრავალი პრობლემის წინაშე დგება: ქუჩები არ არის მოკირწყლული, ადამიანები ძალიან ხმამაღლა საუბრობენ, იმდენად ხმამაღლა, რომ ჰგონია კამათობენ, არ არის სათამაშო მოედნები, ქალაქის ქუჩებში აქლემები დახეტიალობენ.
კულტურული შოკიდან გამოსვლის შემდეგ ჟასმინი აღმოაჩენს, რომ არის აქ, რაღაც მისთვის ნაცნობი. არავინ აკვირდება მას იმის გამო, რომ განსხვავებულია, ფინეთისგან განსხვავებით. როგორც ჩანს არც ისე ცუდია გქონდეს ორი სახლი.