Ბრუტალური შენობა, რომელიც სოციალიზმის სიამაყე უნდა ყოფილიყო და იუგოსლავიის ისტორია უნდა აესახა, სარდაფად იქცა. Სწორედ აქ პოულობენ თავშესაფარს ახალგაზრდა გოგო მილიკა და მოხუცი მათხოვარი მარა.
Როგორი გავლენა ექნება მათ ცხოვრებაზე არა მხოლოდ გოგონას დედის დაბრუნებას, არამედ ამ შენობის საკონცერტო დარბაზად გადაკეთების გადაწყვეტილებას? კონკრეტულ სოციალურ ჯგუფზე დაკვირვებით, რომელიც ძირითადად, სამი ქალი პერსონაჟის სახითაა წარმოდგენილი, რეჟისორი შთამბეჭდავი მეტაფორულობით აღწერს დღევანდელი ბელგრადიდან სოციალურად დაუცველი ადამიანების განდევნას.
ეს ჯერ კიდევ სოციალისტური წარსულიდან მომდინარეობს, რომლის ხატიც ვერდასრულებული მუზეუმის შენობაა და რომელშიც საზოგადოების ნაწილმა თავშესაფარი იპოვა. Როცა მილიკასთან და დედამის ვერასთან ერთად სარდაფს ვტოვებთ და მათ ბელგრადის ქუჩებში მოხეტიალეებს ვხედავთ, შეუძლებელია არ დაგვაინტერესოს, სად გაქრა სოციალისტური უტოპია?!