ანდრეა თეატრის მსახიობია, რუმინეთის ერთ-ერთ სოფელში მშვიდად ცხოვრობს ქალიშვილ პირკოსთან და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. თუმცა, მათი ცხოვრება დიდ ტრავმას მალავს. ეს ვლინდება ანდრეას ყოფილი მოძალადე ბოიფრენდის დაბრუნებისას, როცა ის ციხიდან გამოდის.
ეს დაბრუნება სამეზობლოში ჭორებისა და სპეკულაციების საბაბი ხდება. ვინ არის სინამდვილეში მომხდარში დამნაშავე? დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ოჯახზე, რომელიც საკუთარ სახლში პატიმრად იქცა.
დებიუტანტი რეჟისორი მთელი სიზუსტით ასახავს რუმინეთის პერიფერიაში გაბატონებულ ტოქსიკურ გარემოს, მეზობლების ჭორებს კი მოჩურჩულე ხმებით გვაცნობს. ის ქმნის კლაუსტროფობიულ საშინელებათა ფილმს, რომელიც სავსეა სიმბოლიზმით, ინტიმურობით, დაუჯერებელი ძალით, რომელსაც ფილმს ქალი პროტაგონისტები ანიჭებენ.