დოკუმენტური ფილმი “სამი დივა”, საკუთარი თავის პოვნასა და დაფასებაზე, მეგობრობის მნიშვნელობასა და ოცნებების გამორკვევაზეა.
სანი, თინა და ემეშე: ან სამი დივა, როგორც თავიანთ თავს უწოდებენ, 20 წლის გოგონები არიან, რომელთაც საათობით შეუძლიათ ილაპარაკონ მაკიაჟზე, ტანსაცმელზე, ან პროფილის ფოტოებზე...
ახალგაზრდა რეჟისორი მათ თავისი კამერით სკოლის დამთავრებამდე აკვირდება, რომ გაიგოს, რა შეიძლება იმალებოდეს მათი უნაკლო გრიმის მიღმა. ამასობაში, ერთმანეთისგან ბევრს სწავლობენ და ერთ ნაბიჯს დგამენ წინ, ზრდასრულობისკენ.