საქართველოს უახლეს ისტორიაში ფინანსური პირამიდა ყველასთვის ნაცნობი მოვლენაა. ფინანსურმა ორგანიზაციებმა, კერძო კრედიტორებმა, სამშენებლო კომპანიებმა - ყველამ აიღო ხალხისგან ფული იმ პირობით, რომ მოგებას დაუბრუნებდნენ.
მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ფული გაქრა. ფილმი გვიჩვენებს ადამიანების გულუბრყვილო დამოკიდებულებას ფულთან დაკავშირებით, უფრო სწორად, სწრაფად გამდიდრების სასოწარკვეთილ მცდელობებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფულის შოვნის მეთოდები ძალიან საეჭვოა.
ფილმი გადაღებულია ჯავახეთში, საქართველოს სამხრეთ რეგიონში, სომხეთთან და თურქეთთან საზღვარზე, სადაც ძირითადად, ეთნიკური სომხები ცხოვრობენ.