″ანას პროცესი″ გვიყვება ქალი ადვოკატის შესახებ, რომლისთვისაც სწორედ ასეთი კანონები იქცა ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად. მათი დახმარებით ანა ახერხებს, რომ ათობით უიმედო საქმე სასამართლომდე მიიტანოს და მოიგოს კიდეც.
თუმცა, ერთ წაგებულ საქმესაც თავისი ფასი აქვს და დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს ასობით ქალს, ბავშვს, მოხუცსა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს.
პატრიარქალურ საზოგადოებაში ანა თავადაც უნდა გადარჩეს. როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატს, მასაც უწევს გამოცდის ჩაბარება კაცი დეპუტატების წინაშე, რომელთა კითხვებიც ხშირად საქმესთან კავშირში სულაც არაა.
ანას წარუმატებლობისა და წარმატების კვალდაკვალ, მაყურებელი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების მოწმე ხდება.