მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ტიკ-ტოკი“ ყვება ისტორიას ქალებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს არ ჰყავდეთ შვილი. ფილმში რეჟისორი ცდილობს გვაჩვენოს, თუ რა შეიძლება იდგეს ამ არჩევანის უკან და აგრეთვე როგოც ცდილობს ის შეეგუოს საკუთარ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
ინტერვიუების, სთენდ აფ კომედიისა და მუსიკალური ნომრების დახმარებით ქალები საუბრობენ საკუთარ ცხოივრებაზე, არჩევანზე, სოციალურ წნეხსა და ბოოლოგიურ საათზე, რომლის ხმის ექოც მეტაფორულად დაჰყვება ფილმს.