„საბჭოთა კავშირის დაშლა 20-ე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური დანაშაულია“ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ამ აზრს კატეგორიულად ეთანხმებიან სტალინის მშობლიური ქალაქის, გორის კომუნისტური პარტიის უხუცესი წევრები და იწყებენ ბრძოლას სტალინური იდეოლოგიის და მისი მონუმენტის დაბრუნებისთვის, რომელიც 2010 წელს ქვეყნის პროდასავლურმა ხელისუფლებამ აიღო ქალაქის ცენტრალური მოედნიდან.
თუმცა მათი ოცნებები იმსხვრევა, როდესაც აწყდებიან როგორც ქვეყნის ახალ რეალობას, ასევე პარტიაში არსებულ სიტუაციას, რაც მიზნის მიღწევას შეუძლებელს ხდის.