რა ფასად უჯდებათ რიგით მოქალაქეებს პოლიტიკოსების მიერ ნათქვამი ნახევარსიმართლე? 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში ყველა მომღიმარი უნდა ყოფილიყო.
წინასაარჩევნო პერიოდში, მმართველი პარტია, გაჭირვებულ მოსახლეებს სუბსიდირებულ სტომატოლოგიურ მომსახურებას დაპირდა. სახელმწიფოს დახმარებით, სტომატოლოგებმა ქვეყნის მასშტაბით დაზიანებული კბილების ამოღება დაიწყეს, მოქალაქეებს კი უთხრეს რომ ახალ კბილებს მომდევნო თვეების განმავლობაში გაუკეთებდნენ.
თუმცა პრეზიდენტმა არჩევნები წააგო და ახალმა მთავრობამ პროგრამა არ მიიყვანა ბოლომდე. ფილმი პოლიტიკური ძალაუფლებით განპირობებული ახირებების შედეგებზე და წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დაუმარცხებლობაზე მოგვითხრობს.