„ავტოპორტრეტი ზღვარზე“ იდენტობითა და საზღვრებით შეპყრობილობაზეა. აფხაზეთის ომის დროს დაკეტილი სახლის კარის გაღების შემდეგ, იქ დაგუბებული მტკივნეული და პირადი ამბები გამოხატვის გზას პოულობს და თხრობის ექსპერიმენტულ ფორმას იძენს.
„ავტოპორტრეტი ზღვარზე“ პირადი და საჯარო საარქივო მასალებითა და აფხაზეთში გადაღებული კადრებით, ქართულ-აფხაზური რთული ურთიერთობების პერსონალურ განზომილებაზე ჰყვება.