გურის და დედამისს, სანათას თითქმის მთელი ცხოვრება მთიანი ხეობის სიღრმეში, ურბანული ცივილიზაციის ყველა ნიშნისგან მოშორებით აქვთ გატარებული. დედა-შვილს მხოლოდ ერთმანეთი ჰყავთ და ძაღლი - ტუია. ყველის ამოყვანა, მეფუტკრეობა და მიწაზე მოსავლის მოყვანა ათწლეულებია, მათი ყოველდღიური საქმიანობაა.
გურის და სანათას რუტინაზე დაკვირვებისას მაყურებელი მათი უსიტყვო, ფიქრისმიერი ურთიერთობის თანაზიარი ხდება და ობიექტივის ფაქიზი ხედვის მიღმა სიღრმისეულად შეიგრძნობს სევდის, მიჯაჭვულობის, სიჩუმის და სიმარტოვის უხილავ ტვირთს, რომელსაც დედაშვილი საკუთარ თავში ატარებს, როგორც ადამიანური ყოფიერების განუყოფელ ნიშანს.