ფილმი “დღე და ღამე” 57 წლის დიანას ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს გვიყვება. დიანა იწვევს მაყურებელს, რათა თავისი ყოველდღიურობა გაუზიაროს - აჩვენოს, როგორია მარტოხელა უსინათლო ქალის ცხოვრება, იმ სტერეოტიპული მოლოდინებისა და სტიგმის მიღმა, რომელიც ასე გავრცელებულია ჩვენს გარშემო.
ფილმი თანაბრადაა გაკეთებული როგორც თვალხილული, ისე უსინათლო მაყურებლისთვის. ფილმის მთხრობელის - ამავე დროს, რეჟისორის ხმა - არის გიდი უსინათლო აუდიტორიისთვის - მთავარი გმირის გარემოს უკეთ აღასაქმელად, და გიდი თვალხილული მაყურებლისთვის - იმაზე მეტის გასაგებად, ვიდრე კადრში ჩანს.