ყველაზე ბედნიერი კაცი დედამიწაზე

ფინეთი 2019 85 წუთი
  • რეჟისორი: იონას ბერგალი
  • პროდიუსერი: იონას ბერგალი, სატუ მაიავა
  • ოპერატორი: პინი ჰელსტედტი, ტუომო ჰუტრი, იანი კუმპულაინენი, ანსი ლეინო
  • მონტაჟი: ტიმო პელტოლა
  • ხმა: ჯუკკა ნურმელა, ტიმო პელტოლა
  • სცენარი: იონას ბერგალი
  • მუსიკა: ტიმო პელტოლა
  • კინოჩვენების პლატფორმა: DAFilms.com (23-30 სექტემბერი) | ჩვენება თავისუფალია

ამბავი პოპულარული და წარმატებული ფილმის “ცხოვრების ორთქლის” ერთგვარი გაგრძელებაა, ფილმში გაიცნობთ კაცებს, რომლებიც მნიშვნელოვან თემებზე გასაოცარი გულწრფელობით საუბრობენ. მაყურებელი ნახავს ფინელი კაცებისა და მათი ვაჟების თვალით დანახულ სამყაროს, რომლის მიღმა მათი ემოციური მარტოობაა.

ფილმის გმირები სიყვარულითა და ემპათიით არიან სავსენი, რაც მათთვის მანამდე უცხო შეგრძნებები იყო. რეჟისორი თავად ხდება ფილმის გმირი, და გვიყვება ისეთ ემოციებზე, რაც მაყურებლს ფინელი კაცების შინაგან სამყაროს სრულიად ახალი პერსპექტივიდან ანახებს.