ფაშა და გუნეში ერთმანეთს ჰგვანან. ისინი ერთნაირად მოძრაობენ. ფაშა მამაა და პასუხისმგებელია ასობით ცხვარზე, გუნეში - უფროსი ქალიშვილი, რომელიც ტყუპ ბატკნებს უვლის. ფაშა ასევე პასუხისმგებელია გუნეშზე. მან დაარქვა მას სახელი, რომელიც ნიშნავს მზეს და ახლა სურს, რომ გუნეშს მისცეს ყველაზე ძვირფასი რამ - დამოუკიდებლობა.
აზერბაიჯანული წარმოშობის ეთნიკური უმცირესობის გარკვეული ნაწილი საქართველოში უძღვება მწყემსებისთვის დამახასიათებელ მომთაბარე ცხოვრებას, ცხვრების დევნას მთებში. მათი უმეტესობა - განსაკუთრებით ბავშვები და ქალები ქართულად (სახელმწიფო ენა) ვერ ლაპარაკობენ, რადგან მალე ტოვებენ სკოლას და 18 წლამდე თხოვდებიან.
ფაშას ძალიან უნდა, რომ გუნეშმა ისწავლოს და ჰქონდეს პროფესია. თუ ეს არჩევანი მას საკუთარ ტრადიციულ ცხოვრებას ჩამოაშორებს, ამისათვის ის ყველაფერზეა წამსვლელი. იქამდე სანამ ეს ყველაფერი მოხდება და როდესაც ნისლი ცხვრებსა და ძროხებს გადაყლაპავს მთებში, 9 წლის გუნეში იხსენებს ყველა იმ სიტყვას, რომელიც მან ქართულად იცის ‘’რვეულის’’, ‘მასწავლებლისა’’ და ‘’სკოლის’’ ჩათვლით. სწორედ ესაა, რაზეც ის ოცნებობს - გახდეს სკოლის მასწავლებელი და თავისი სოფლის ბავშვებს წერა-კითხვა ასწავლოს.