სიცოცხლე შებინდებისას

ისრაელი, ბელგია 2015 70 წუთი
  • რეჟისორი: სილვაინ ბიგელეიზენი

სილვაინ ბიგელეიზენის დოკუმენტური ფილმი – ″სიცოცხლე შებინდებისას″ – რეჟისორის დედის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც 95 წლის ასაკში გადაწყვეტს, რომ ექიმების პესიმისტურ დიაგნოზს არ დანებდეს და ასაკის მიუხედავად, აქტიურ ცხოვრებას აგრძელებს; იცინის, სიგარეტს ეწევა, მღერის და რაც მთავარია, იმედს არ კარგავს.

როგორც ის ამბობს, ″შენებას მომავალზე აფუძნებს და არა წარსულზე″, მისი ვაჟი კი დედის გასაოცარ სიბრძნესა და მხნეობას ფირზე აღბეჭდავს. ცხოვრების ბოლო ეტაპს გაშლილი ხელებით ეგებება, ჩვენი სამყაროს მაგიას და სიცოცხლის ყოველ წამს ოდას უძღვნის. საოცარი იუმორის გრძნობითა და ოპტიმიზმით გადაღებული ფილმი ისეთ მტკივნეულ თემას ეხება, როგორიც მოახლოებული სამუდამო განშორებაა.