მიკუთვნება

ბოსნია და ჰერცეგოვინა 2017 38 წუთი
  • რეჟისორი: იუდით ბოიტი, იასმინ ბრუტუსი

2016 წელს, ექვსი წლის ზეიდ კორალიჩის დედამ სარაევოს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს, სანელა ლუმანოვიჩს, შეკითხვა დაუსვა: დართავდა თუ არა ნებას ზეიდს, რომელიც სმენადაქვეითებულია, რომ მის კლასში ჩვეულებრივ გაკვეთილებზე ევლო. მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიის მთავრობამ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის ინტეგრირებული სკოლები მოაწყო, პრაქტიკაში საბაზისო საჭიროებების უზრუნველყოფა მაინც არ ხდება.

სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მასწავლებელი უყოყმანოდ დათახმდა ზეიდის დედის შეთავაზებას. ზეიდს გაუმართლა და სხვა მშობლებმაც და მასწავლებლებმაც მისი პრობლემა გულთან ახლოს მიიტანეს და გამოსავლის ძიებას შეუდგნენ. მათ თავისი ხარჯებით დაიქირავეს ჟესტების ენის მასწავლებელი, არა მხოლოდ ზეიდისთვის, არამედ მთელი კლასისთვის. ეს გადაწყვეტილება დანარჩენი მოსწავლეებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მათ არა მხოლოდ ჟესტური ენა შეისწავლეს, არამედ გააცნობიერეს, რომ ის განსხვავებები რაც ადამიანებს შორის არსებობს, სრულიად ნორმალურია.

ეს ისტორია ბოსნია-ჰერცოგოვინაში ინკლუზიური განათლების ნიმუში გახდა. ხოლო, როდესაც ეს ამბავი მედიით გაჟღერდა, მათ შესახებ უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო. შედეგად კი, სამხრეთ კორეა და ბოსნია-ჰერცოგოვინა ერთად ჩაერთო ამ ინკლუზიურ სარეკლამო კამპანიაში და მიუხედავად, რიგი პოლიტიკური სირთულეებისა, ამ უნიკალურმა პროექტმა აღიარება მოიპოვა.